სტელა მაკარტნის ჩანთები გარშემო ჯაჭვით უკვე ორი წელია სელებრითების და მოდის მოყვარულთა განუყრელი აქსესუარია. ქუჩის მოდა, ჟურნალის ფურცლები, სოციალური ქსელები სტელას ჯაჭვიანი ჩანთებით არის აჭრელებული. მას იყენებენ როგორც ყოველდღიურად, ასევე წვეულებებზე. მაკარტნის ჩანთების ყველაზე დიდი მოყვარული ბრიტანელი სუპერმოდელი ქეით მოსი და მომღერალი რიანა არიან. ამჯერად ამარტა სტელას ჩანთების ორ ვერსიას გთავაზობთ, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ :)
No comments:
Post a Comment